შევისწავლე პორთფოლიოს საქაღალდის შექმნა. ბლოგის შექმნა. დავამზადე პროექტის შესაფერისი ბუკლეტები. ვისწავლე სურათის ჩასმა. ასევე ვისწავლე დრაივის საშვალებით ბლოგზე ატვირთვა. ბლოგში ვიმუშავე გაჯეტებზე. ვისწავლე გვერდების გაფორმება, რაც ძალიან საინტერესო იყო. ტრენინგმა დამანახა რომ პროექტის შექმნა რთულია. მოვიფიქრე პროექტის თემა. მიზანი. თუ რატომ იყო აქტუალური პროექტი. დავწერე პროექტის გეგმა. მოვიძიე პროექტის თემასთან დაკავშირებული მასალები. შესაფერისი სურათები, ავაწყეთ პრეზენტაციაPOWER POINT-ში. შევიმუშავე შეფასების რუბრიკა.
ვისწავლე ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება.პროექტის შექმნისას. ამ ტრენინგზე შეძენილი ცოდნა საშუალებას მომცემს აქტიურად ჩავრთო მოსწავლეები პროექტ-გაკვეთილებში და განვუვითარო ჯგუფური მუშაობის თანამშრომლობითი კომუნიკაციის ურთიერთ პატივისცემის კვლევა- ძიების უნარები.მოსწავლეები შეეცდებიან გამოიყენონ კომპიუტერული პროგრამები საგაკვეთილო პროცესში.ყოველივე ეს მოსწავლეებს გაუღვივებს საგნისადმი სიყვარულსა და ინტერესს.
ტრენინგზე მიღებულ ცოდნას წარმატებით გამოვიყენებ მომავალში განხორციელებულ პროექტებში ყველა მოსწავლეს საშუალებას მივცემ მიიღონ აქტიური მონაწილეობა პროექტის განხორციელებაში.
უდიდეს მადლობას გამოვთქვამ ტრენინგის ხელმძღვანელის ქალბატონ ქეთევან ცერაძის მიმართ.
No comments:
Post a Comment